თქვენი ქსელური გადაწყვეტილებების
ტექნოლოგიური პარტნიორი

IT Tech არის Cisco-ს ოფიციალური პარტნიორი კომპანია, რომელიც ბიზნესებს ეხმარება უმაღლესი დონის ქსელური გადაწყვეტილებების დანერგვაში.  ჩვენი მრავალწლიანი გამოცდილებითა და ტექნოლოგიურ სანდოობაზე დაფუძნებული მიდგომით, უზრუნველვყოფთ სხვადასხვა ინდუსტრიის წარმომადგენელ კომპანიებს Cisco-ს ოფიციალური პროდუქტების მიწოდებითა და სრულყოფილი დანერგვით.

ჩვენი მისიაა დავეხმაროთ ბიზნესებს თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით დანერგონ უსაფრთხო, სტაბილური და მძლავრი ქსელური ინფრასტრუქტურა, რომელიც მაქსიმალურად პასუხობს კომპანიის ზრდისა და განვითარების საჭიროებებს.

IT Tech-ში თქვენ იღებთ არა მხოლოდ ტექნიკას, არამედ კომპეტენტურ პარტნიორობას, პროექტზე მორგებულ გადაწყვეტილებებსა და Cisco-ს ერტიფიცირებული სპეციალისტების მხარდაჭერას, რომლებიც ზრუნავენ თქვენი ქსელის ეფექტიანობაზე, უსაფრთხოებასა და უწყვეტობაზე.

2011 წლიდან IT Tech ახორციელებს ინდივიდუალურ და კომპლექსურ ქსელურ გადაწყვეტილებებს სხვადასხვა პროფილის კომპანიებისთვის, მათ შორის: საბანკო სექტორის, სამთავრობო და სავაჭრო ორგანიზაციების, სამრეწველო საწარმოების, კვლევითი ცენტრების, საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებლების, მონაცემთა დამუშავების ცენტრების, სოციალური ობიექტებისა და სხვა მრავალ სფეროში მოღვაწე ბიზნესებისთვის.

სპეციალიზაცია

  • Cisco-ს ქსელური გადაწყვეტილებების დანერგვა და ტექნიკური მომსახურებები;
  • კორპორატიული ქსელისა და მონაცემთა ცენტრის ინფრასტრუქტურის დაცვა;
  • დისტანციური, მობილური ოფისებისა და ფილიალების დაკავშირება;
  • უსაფრთხო ჰიბრიდული და ვირტუალიზებული გარემოების შექმნა, “Cloud” ყველა ზომის საწარმოსთვის;
  • პროექტის ტექნიკური მხარდაჭერა;
  • პროექტისთვის, აღჭურვილობის მიწოდება.

გაზარდეთ და დაიცავით
თქვენი ბიზნესი

გადაჭერით ახალი ბიზნეს გამოწვევები და
დააჩქარეთ ზრდა, გააძლიერეთ უსაფრთხოება,
გაზარდეთ გამძლეობა და გაამარტივეთ მართვა

კიბერუსაფრთხოების კომპანია

კიბერუსაფრთხოების კომპანია

Cisco Official Partner

ზარის მოთხოვნა